სხვა

13:13 | 16.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ისევ მოიგო და ბრძოლას აგრძელებს (+VIDEO)

აკი ბაშოს მეცხრე საშეჯიბრო დღე კვლავ წარმატებული გამოდგა ლევან გორგაძისთვის. ტოჩინოშინი კომოსუბი ენდოს დაუპირისპირდა და მისი დამარცხება ჰატაკიკომის ილეთით მოახერხა.

ჩვენებურმა შეტაკებისთანავე დასცა მეტოქე და შემოდგომის სუპერტურნირზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.ქართველმა დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად გარკვეული შანსები დაიტოვა, ამიტომ დარჩენილი 6 ორთაბრძოლიდან 4 მოგება მართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ოძეკის პრესტიჟულ ტიტულს დაკარგავს.

ეს აღნიშნული წყვილის მე-11 დაპირისპირება გახლდათ, რომელთაგანაც ქართველმა 5 მოგებით დაასრულა, ექვსში კი თავად დამარცხდა.

ლევანის მომდევნო მეტოქე კი მეხუთე მაეგაშირა ჩიიოტარიუ იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე 2 მოგების საპირისპიროდ 7 მარცხი აქვს. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, ტოჩი მეტოქეს დიდად აღემატება, რადგან ცხრა დაპირისპირებიდან მხოლოდ 2-ში დამარცხდა, 7-ჯერ კი ორთაბრძოლა თავის გამარჯვებით დაასრულა.

წლის მეხუთე სუპერტურნირს 8 მოგებით და 1 მარცხით მერვე მაეგაშირა ოკინოუმი და მე-10 მაეგაშირა მეისეი ლიდერობენ, 7:2-ზე ბალანსი კი მიტაკეუმს, ტაკაკეიშოს და ასანოიამას აქვთ.

0.114598