შვეიცარიის თასის მერვედფინალში ითამაშებს ოთარ კაკაბაძის „ლუცერნი“, რომელმაც 1/16 ფინალში სტუმრად „ვოლენი“ პრობლემების გარეშე, 4:0 დაამარცხა.
ქართველი მცველი მოედანზე მერვე წუთზე შვეგლერის ნაცვლად გამოჩნდა და ანგარიშიც სწორედ მან გახსნა. ეს 54-ე წუთზე მოხდა, როდესაც შეტევაში შედეგიანად ჩაერთო და მასპინძელთა რბევას სათავე დაუდო.
აქვე გეტყვით, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში გოლის გატანა პირველად მოახერხა.