პრემიერლიგის მეორე სათამაშო დღეს, ორი მატჩი გაიმართა. „არსენალმა,“„ტოტენჰემთან“ (2:2), წინა ტურის არ იყოს, იმავე სცენარით ითამაშა, ოღონდ პირიქით. მაშინ 0:2 აგებდა და გაყაიმება შეძლო, ახლა კი "უოტფორდს" 2:0 უგებდა და უპირატესობა გაანიავა.
ნახევარი საათის თავზე „მეთოფეები“ ობამეიანგის დუბლის წყალობით დაწინაურდნენ და ისე ჩანდა, რომ მეტოქეს კლასის ხარჯზე დაამარცხებდნენ. მაგრამ შესვების შემდეგ სტუმრებმა იძალეს და ორი საპასუხო გოლი მაინც გაიტანეს.
მათ საკმაო ხანს არ უმართლებდათ, ჟერარ დეულეფეუს უკმაყოფილო სახეც ხშირად ჩნდებოდა ტელეეკრანზე. თუმცა სწოერდ მისი პასით გაიტანა პირველი საპასუხო ბურთი ტომ კლევერლიმ. მერე კი დავიდ ლუისმა შლაგბაუმივით გაშალა საჯარიმოში ფეხი, რომელსაც პერეირა წამოედო და პენალტიც დაინიშნა, რომელიც თავად რობერტომ გაიტანა.
„ბორნმუთმა“ კი „ევერტონს“ 3:1 მოუგო.
ინგლისი
პრემიერლიგა. მე-5 ტური. 15 სექტემბერი
უოტფორდი - არსენალი 2:2
უოტფორდი. „ვიკარაჯ როუდი.“ 21 360
0:1, 0:2 ობამეიანგი (21, 32), 2:1 კლევერლი (53), 2:2 პერეირა (81 პენ)
უოტფორდი: ფოსტერი, დოუსონი, ფემენია, ოლებასი (იანმატი 78), კაბასელე, დეულოფეუ, კლევერლი, დუკურე, ჰიუზი (პერეირა 63), კაპუ, გრეი (სარი 54)
მწვრთნელი: კიკე სანჩესი
არსენალი: ლენო, პაპასტატოპულოსი, მეიტლენდ-ნაილსი, დავიდ ლუისი, კოლაშინაცი, სებალიოსი (უილოკი 60), იოზილი (ნელსონი 71), გენდუზი (ტორეირა 67), ჯაკა, ობამეიანგი, პეპე
მწვრთნელი: უნაი ემერი
მსაჯი: ენტონი ტეილორი
გაფრთხილება: ოლებასი (45+2), ფემინია (56), კაპუ (90+1); კოლაშინაცი (43), გენდუზი (45+2), ლენო (77)
ბორნმუთი - ევერტონი 3:1
1:0 უილსონი (23), 1:1 კლევერტ-ლევინი (44), 2:1 ფრეიზერი (67), 3:1 უილსონი (72)