ფეხბურთი

19:04 | 15.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ხარაიშვილის დუბლი შვედეთში (+VIDEO)

შვედეთის ალსვენსკანის 23-ე ტურში გიორგი ხარაიშვილი ორი გოლით გამოირჩა. „გიოტებორგი“ უშუალო კონკურენტ „ჰამარბის“ ესტუმრა და უშანსოდ წააგო, მეტიც განადგურდა 2:6, მაგრამ ქართველს ამ ფიასკოში ყველაზე ნაკლებად მიუძღვის წვლილი.

გიორგი შეუცვლელად ითამაშა და ორივე გოლი, რომელიც თეთრ-ლურჯებმა გაიტანეს, მის აქტივშია. მე-19 წუთზე, როდესაც მასპინძელთა სასარგებლოდ ანგარიში 3:0 იყო, ხარაიშვილი მეკარესთან პირისპირ დარჩა, ვიზავის ვერ აჯობა, მაგრამ გაუმართლა, ბურთი მას დარჩა და თავით ახლო მანძილიდან სხვაობა შეამცირა. 57-ე წუთზე კი, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სტანდარტულების ჩინებული შემსრულებელია და პირდაპირ საჯარიმო დარტყმით მოხდენილი გოლი გაიტანა.

როგორც უკვე ვთქვით, ქართველის დუბლი „გიოტებორგს“ არაფერში წაადგა, 2:6 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში 41 ქულით მეექვსე ადგილზეა. გიორგიმ დუბლის გარდა, ყვითელი ბარათიც მიიღო.

ცნობისთვის, 23 წლის შემტევმა შვედეთის ალსვენსკანის მიმდინარე სეზონში დუბლი პირველად შეასრულა. მთლიანობაში კი, 22 შეხვედრაში 7 გოლი და 7 საგოლე პასი აქვს მითვლილი.

0.125966