სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

16:10 | 15.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კბილაშვილის დებიუტი, ჭანტურიას 4 გოლი და წითელიშვილის მოგება

მაკედონიის სახელბურთო ჩემპიონატზე გაიმართა მეორე ტური. სკოპიეს მეტალურგში ოფიციალური დებიუტი ჰქონდა ირაკლი კბილაშვილს. მისმა და რეზო ჭანტურიას კლუბმა 41-17 დაამარცხა ვარდარ ჯუნიორი, ხოლო ლექსო წითელიშვილის ოჰრიდმა 34-22 მოუგო რაბოტნიჩკის.

კბილაშვილს პირველ ტურში არ უთამაშია იმის გამო, რომ სატრანსფერო ფორმალობის მოგვარებას ელოდა, მეორეში კი სკოპიეს ვარდარის ახალგაზრდულ გუნდთან მოედანზე იყო და 1 გოლი გაიტანა. ოთხჯერ გამოიჩნა თავი ვეტერანმა რევაზ ჭანტურიამ, მეტალურგმა კი მეორე იოლი გამარჯვება მოიპოვა ჩემპიონატში - 41-17.

პირველ ტურში წაგების შემდეგ ლექსო წითელიშვილის ოჰრიდმა შინ 34-22 დაამარცხა რაბოტნიჩკი. საქართველოს ნაკრების ხელბურთელმა წინა მატჩში პრილეტს 4 გოლი გაუტანა და მეორეშიც მოედანზე იყო, მაგრამ, გოლი არ გაუტანია. როგორც თავად გვითხრა - კარში არც დაურტყამს, რადგანაც მეტოქე აწეულ დაცვას თამაშობდა და თავი ძირითადად წინა სამეულმა - გარემარბებმა და ხაზის მოთამაშეებმა გამოიჩნეს.

სუპერლიგის პირველ სტადიაზე 10 გუნდი თამაშობს ორ წრედ. 4 საუკეთესო გავა ფინალურ ექვსეულში და სკოპიეს ვარდარსა და ეუროფარმ რაბოტნიკთან ერთად ასევე ორ წრედ გამოავლენს მაკედონიის ჩემპიონს.

ხელბურთი. მაკედონია, სუპერლიგა. 2 ტურის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0).

1. მეტალურგი 6 (2), 2. ბუტელ სკოპიე 6 (2), 3. პროლეტ სკოპიე 6 (2), 4. ოჰრიდი 3 (2) – 5. რადოვიში 3 (2), 6. პელისტერი 3 (2), 7. სტრუგა 1 (2), 8. რაბოტნიჩკი 1 (2), 9. მეტალლურგი-2 0 (2), 10. ვარდარ ჯუნიორი 0 (2)

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.120149