ჩოგბურთი

16:45 | 15.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი და მეტრეველი ATP Cup-ზე ითამაშებენ

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და მეორე ნომერი ალექსანდრე მეტრეველი ATP Cup-ზე მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირი 2020 წლის 3 იანვარს დაიწყება და 12 იანვარს დასრულდება. მატჩები ავსტრალიის სამ ქალაქში ბრიზბენში, პერსსა და სიდნეიში გაიმართება.

ტურნირში მონაწილეობას ტოპ 10-ის ყველა წევრი მიიღებს და ასევე, ტოპ 30-ის - 27 წევრი. ასევე, ავსტრალიაში ითამაშებს ენდი მარეი. ტურნირზე 24 ქვეყანა მიიღებს მონაწილებას და ესენი ATP-ის რეიტინგის ლიდერი ჩოგბურთელების ქვეყნებია. საქართველო სიაშია მე-14 ნომრითაა. საქართველოს გარდა მონაწილეობის სურვილი გამოთქვა კიდევ 18-მა ქვეყანამ, მათ შორის ავსტრალია როგორც მასპინძელი ისეა დაშვებული. დარჩენილი ხუთი ქვეყანა ტურნირს 13 ნოემბერს დაემატება.

ტურნირის ფორმატი შემდეგნაირია - 16 სექტემბერს ქვეყნები ექვს ჯგუფში გადანაწილდებიან. ჯგუფში ორი ინდივიდუალური მატჩი და ერთიც წყვილებს შორის დაპირისპირება გაიმართება. შემდეგ ეტაპზე პირველადგილოსნები და ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი გავლენ და ტურნირი მეოთხედფინალური ეტაპიდან გაგრძელდება. ფინალური ეტაპი სიდნეიში გაიმართება. ტურნირის საპრიზო ფონდი 15 მილიონი ამერიკული დოლარი იქნება.

0.123586