"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "ნიუკასლთან" (3:1) მოგებული პრემიერლიგის მე-5 ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს თამაში გაუჭირდა, რაც ნაწილობრივ სანაკრებო თამაშებს გავლენის შედეგია.
"ნიუკასლთან" თამაში რთული აღმოჩნდა. თამაშის რიტმის ასაყოლად დრო დაგვჭირდა, სწრაფად თამაში დავიწყეთ და მომენტები შევქმენით. ორი შესანიშვანი გოლი გავიტანეთ. მეორე ნომრად თამაში სასიამოვნო არაა და ეს მატჩი ბევრს გვასწავლის. სანაკრებო მატჩების შემდეგ საერთო რიტმის მოძებნა გამოწვევაა ხოლმე. ფეხბურთელები სხვადასხვა ნაკრებებში სხვადასხვა ტაქტიკით თამაშობენ, ჩვენ კიდევ დღენახევარი გვქონდა მოსამზადებლად." - განაცხადა კლოპმა პრესკონფერენციაზე.
"ლივერპულმა" პრემიერლიგაში ხუთიდან ხუთი მატჩი მოიგო და 15 ქულით პირველ ადგილზეა. "მერსისაიდელები" მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" ხუთი ქულით უსწრებენ.