ჩოგბურთი

10:25 | 15.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი მეცის ტურნირს მერვედფინალიდან დაიწყებს

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირს (Moselle Open) მერვედფინალიდან დაიწყებს. მეორე წრეში მსოფლიოს მე-17 ნომერი ფრანგ უგო ემბერსა და კვალიფიკაციის გამარჯვებულს შეხვდება.

აღნიშნულ ტურნირზე ნიკოლოზი მეორე ნომრადაა განთესილი, ხოლო პირველი ნომერი ბელგიელი დავიდ გოფინია. გასული წლის ჩემპიონი ჟილ სიმონი კი საქმეში პირველი წრიდან ჩაერთვება.

გასულ წელს ბასილაშვილი მეცში მეხუთე ნომერი იყო და ორი მატჩი მოიგო. პირველ წრეში ქართველმა კენი დე სხეპერი 6:2, 7:6 დაამარცხა, მეორე წრეში კი ზემოთხსენებულ ემბერს 6:7, 7:6, 6:3 მოუგო. მეოთხედფინალში ბასილაშვილი კეი ნიშიკორის დაუპირისპირდა და 3:6, 6:4, 4:6 დამარცხა. აქედან გამომდინარე, ნიკოლოზს მეცში 45 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი.

მეცის 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირის საპრიზო ფონდი 586,140 ევროა. Moselle Open-ის გამარჯვებული 90,390 ევროს მიიღებს, ხოლო ფინალისტი - 48,870 ევროს.

0.117277