უნგრეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურში დუბლით გამოირჩა ბუდუ ზივზივაძემ. „მეზოკოვესდმა“ გასვლაზე „კისვარდას“ 2:1 სძლია და ჩვენებურმა აღნიშნულ გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.
ზივზივაძემ ანგარიში მე-13 წუთზე გახსნა, ხოლო 63-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა დუბლი გაიფორმა, ანგარიში 2:1 გახადა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ჩვენებურმა ამ მატჩში შეუცვლელად ითამაშა.
25 წლის ზივზივაძის უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 5 მატჩი აქვს ჩატარებული და უკვე 4 გოლის გატანა შეძლო, ბომბარდირთა დავაში კი მეოთხე ადგილზე იმყოფება.
თავის მხრივ, „მეზოკოვესდი“ ჩინებულად თამაშობს, 6 ტურში 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა.