ჭიდაობა

17:15 | 14.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა გობაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია!

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ სიტილით ჭიდაობაში ბრწყინვალედ დაიწყო საქართველოს დელეგაციისთვის. პირველივე დღეს ფინალში ჭიდაობის უფლება ორმა ქართველმა მოიპოვა.

ნუგზარ წურწუმიას შემდეგ (55 კგ) ოქროს მედლისთვის ლაშა გობაძე იბრძოლებს, რომლემაც ნახევარფინალში უზბეკი ნურბეკ ხაშიმბეკოვი 3:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ვთქვათ ისიც, რომ მანამდე გობაძემ ამერიკელი ჯონ ვალტერ სტეფანოვიჩი (7:0) და ჩინელი ჰაიტაი ქიანი (9:0) ადვილად დაამარცხა. ფინალში ქართველი ფალავანი აზერბაიჯანელ რაფიქ ჰუსეინოვს შეხვდება, ხოლო წურწუმიას მეტოქე ყაზახი ხორლან ჟაკანშა იქნება. ორივე შეხვედრა ხვალ, 15 სექტემბერს გაიმართება.

0.121588