კალათბურთი

14:41 | 14.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

რატი ანდრონიკაშვილის 8-ქულიანი დებიუტი საბერძნეთში

რატი ანდრონიკაშვილმა საბერძნეთის უმაღლესლიგურ გუნდში ბრწყინვალე დებიუტი მოიწყო. მართალია, შეხვედრა არაოფიციალური იყო, თუმცა ქართველი ახალგაზრდა საკმაოდ დამაჯერებელი იყო და ეს სეზონის წინ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია.

18 წლის ქართველმა გამთამაშებელლმა ბერძნული იონიკოსის მაისურით პირველი მატჩი ასევე უმაღლესლიგელ გუნდთან ჩაატარა. ნიკაიელები ახალი სეზონისთვის მზადების ციკლში “რეტიმნოს” გაეჯიბრნენ და 85:82 იმარჯვეს, ქართველმა უკანახაზელმა დებიუტის კვალობაზე საკმაოდ კარგად ითამაშა და ახალ გუნდს 8 ქულა შესძინა.

იონიკოსის რიგებში საუკეთესო უკრაინული მოქალაქეობის მქონე სტივენ ბურტი იუო, რომელმაც 22 ქულა ჩააგდო.

GBF.GE

0.116585