ლონდონის „ტოტენჰემს“ კრისტიან ერიკსენი შენარჩუნება სურს და მზადაა დანიელს ხელფასი მკვეთრად გაუზარდოს. სკანდინავიელს ლონდონელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ზაფხულში შეიძლება გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.
„მამლები“ კი მზად არიან, ხელფასის სახით წელიწადში 10-12 მილიონი ევრო გადაუხადონ, თუ ფეხბურთელი ახალ კონტრაქტს დათანხმდება. საინტერესოა, რომ ამჟამად კრისტიანის გასამრჯელო სეზონში მხოლოდ 4.5 მილიონ ევროს შეადგენს.
თუმცა, ერიკსენი აქამდე „ტოტენჰემში“ დარჩენაზე უარს ამბობდა და არაა გამორიცხული პირობები უარყოს, რადგან ზაფხულში გუნდის დატოვება თავისუფლად შეეძლება. დანიელს ყველაზე აქტიურად „რეალს“, „იუვენტუსსა“ და „ინტერს“ უკავშირებენ.