კალათბურთი

10:45 | 14.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 12-მა ქულამ "ბასკონიას" ვერ უშველა

ვიედოს საერთაშორისო ოთხთა ტურნირის ფინალში თორნიკე შენგელიას “ბასკონია" მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდა და ტიტულის გარეშე დარჩა. ბასკონიელებმა შეხვედრა 6 ქულით დათმეს და საბოლოოდ 66:72 დამარცხდნენ.

“ბასკონიას” ქართველმა კაპიტანმა პარკეტზე 16 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს 12 ქულა შესძინა. ჩვენებურმა 5 პერსონალური შენიშვნა მიიღო და თამაშს ნაადრევად გამოეთიშა. ანალოგიური მონაგარი ჰქონდათ შილდსს და გონსალესს.

+- მონაცემით შენგელიას ბასკურ კლუბში საუკეთესო შედეგი ჰქონდა +20. სანამ მოედანზე თორნიკე იყო, ბასკონია რეალს ამარცხებდა, თუმცა საბოლოოდ 6 ქულის სხვაობით დამარცხდა.

0.116765