ფეხბურთი

1:57 | 14.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიას" ყოფილი მწვრთნელი: "ესპანეთის თასის მოგების გამო გამათავისუფლეს"

ესპანურმა „ვალენსიამ“ ორიოდ დღის წინ მარსელინო ტორალი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა და მის ნაცვლად ალბერტ სელადესი დანიშნა. მარსელინო კი უმუშევარი კლუბის პრეზიდენტ ლიმთან კონფლიქტის გამო დარჩა.

როგორც მადრიდულ გამოცემა Marca-ს ესპანელმა სპეციალისტმა უთხრა, ყველაფერი ესპანეთის სამეფო თასის მოგებით დაიწყო და სწორედ ამ ტურნირზე გამარჯვება გახდა კლუბის პრეზიდენტთან უთანხმოების მიზეზი.

„ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გათავისუფლების მიზეზი სამეფო თასის მოგება გახდა. სეზონის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ პირდაპირი თუ არაპირდაპირი მესიჯები, რომ ამ ტურნირის უგულებელყოფა მომხდარიყო. თუმცა, მე და ჩემს ფეხბურთელებს გვინდოდა მისი მოგება, რადგან ქომაგებსაც სურდათ ტიტულის მოპოვება.

სინგაპურში ტურნეს დროს ლიმმა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება მომილოცა, მაგრამ სამეფო თასის მოგებაზე არაფერი უთქვამს. ის მიიჩნევდა, რომეს თასი ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო და ხელს უშლიდან ჩვენს ოთხეულში მოხვედრას. იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ თავს გამარჯვებულად ვგრძნობ“, - თქვამ მარსელინომ.

შეგახსენებთ, „ვალენსიამ“ სამეფო თასის ფინალში „ბარსელონა“ დაამარცხა და ტიტული 2008 წლის შემდეგ პირველად მოიგო.

0.116031