ფეხბურთი

10:51 | 13.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

შონე: „ჯენოასგან წინადადება დროულად მოვიდა“

„ჯენოას“ დანიელმა ნახევარმცველმა, ლასე შონემ, მისი იტალიურ კლუბში ყოფნის შესახებ ისაუბრა ჟურნალისტებთან.

„აიაქსიდან“ წასვლა ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა. უბრალოდ, რაღაც ახლის გასინჯვა მინდოდა. „ჯენოას“ წინადადება დროულად მოვიდა. არ ვნანობ ჩემს არჩევანს. პრიქით, აღფრთოვანებული ვარ გენუით. მე და ჩემს მეუღლეს ყოველთვის მოგვწონდა იტალია. მისი კულტურა, თვითმყოფადობა. ხშირად ვატარებდით ხოლმე აქ შვებულებას. ახლა კი ის ჩვენი სახლია.“ - ციტირებს შონეს სიტყვებს ANSA.

იტალიაში გადასვლამდე შონე რამდენიმე ჰოლანდიური კლუბის ღირსებას იცავდა: „ჰერენვენის,“ „დე გრააფსხაპის,“ „ნაიმეგენისა“ და „აიაქსის.“

დანიის ნაკრებში ის 2009 წლიდან თამაშობს და 45 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი. ბოლო მატჩი მან თბილისში, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ (0:0) ჩაატარა წლეულს, 8 სექტემბერს.

0.127598