ფეხბურთი

23:40 | 12.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

უილოკმა "არსენალთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა ჯო უილოკმა ლონდონის "არსენალთან" ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა, თუმცა არ დაკონკრეტებულა თუ რამდენწლიანი ხელშეკრულება გააფორმა ფეხბურთელმა.

უილოკი მიმდინარე წლის ზაფხულამდე "არსენალის" 23-წლამდელთა გუნდში ასპარეზობდა და უნაი ემერიმ ფეხბურთელი პირველ გუნდში დააწინაურა. "მეთოფეთა" რიგებში ნახევარმცველმა პრემიერლიგის ოთხიდან სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.114172