ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ მარკო ვერატის ახალ კონტრაქტს სთავაზობს. იტალიური მედიის ცნობით, პარიზელები მზად არიან აპენინელ ნახევარმცველს სეზონში 12 მილიონი ევრო გადაუხადონ.
ვერატის პსჟ-სთან მოქმედი ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ხოლო განახლებული პირობების თანახმად მარკოს პარიზში დარჩენა 2024 წლამდე მოუწევს და ხელფასის სახით 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
თუმცა ეს ყველაფერი არაა - ფრანგები ვერატის კაპიტნის სამკლავურსაც დაპირდნენ.
შეგახსენებთ, მარკო ვერატი პსჟ-ში 2012 წელს „პესკრადან“ გადავიდა და მას შემდეგ ფრანგთა რიგებში ჩატარებულ 282 თამაშში 9 გოლის გატანა მოახერხა.