„ბარსელონამ“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მესამე, სარეზერვო ფორმის ფოტოები გამოაქვეყნა. ასეთი ფორმით კატალონიელები გასვლით მატჩებში ითამაშებენ.
ეკიპირება ფირუზისფერშია გადაწყვეტილი. საყელო ცოტა უცნაური ფორმისაა, თუმცა ტრადიციულ ლურჯ-ბროწეულისფერშია შესრულებული.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ ტექნიკური სპონსორი ამერიკული ფირმა Nike - ია.
ახალდაწყებულ ესპანეთის ჩემპიონატში, სამი ტურის შემდეგ, კატალონიური კლუბი 4 ქულით მერვე ადგილზეა და ლიდერ მადრიდის „ატლეტიკოს“ ხუთი პუნქტით ჩამორჩება.