ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები განიხილავენ ვარიანტს, რომლის მიხედვითაც, მაყურებლების მხრიდან რასისტული გამონათქვამების შემთხვევაში, სოფიაში მინდორს დატოვებენ.
ინგლისელები ბულგარეთის დედაქალაქს 14 ოქტომბერს ეწვევიან ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩის ჩასატარებლად.
ადრე უეფაამ უკვე დასაჯა ბულგარეთის ფეხბურთის ფედრაცია, კოსოვოსთან და ჩეხეთთან შეხვედრებში, ბულგარელი ფანების უმსგავსო საქციელის გამო.