ფეხბურთი

2:28 | 12.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის რეკორდები

17 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონი დაიწყება. ბუნებრივია, ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მიმართ ინტერესი ყოველთვის განსაკუთრებულია და არც ახალი სეზონია გამონაკლისი.

წარმოგიდგენთ ჯგუფური ეტაპის გამორჩეულ რეკორდებს და მიღწევებს.

ყველაზე მეტი თამაში

იკერ კასილიასი (რეალი, პორტუ) – 94

კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერი, რეალი, იუვენტუსი) – 83

ჩავი (ბარსელონა) – 80

ყველაზე მეტი გოლი

ლიონელ მესი (ბარსელონა) – 66 გოლი

კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერი, რეალი, იუვენტუსი) – 61

კარიმ ბენზემა (ლიონი, რეალი) – 43

ერთ სეზონში გატანილი გოლების მაღალი მაჩვენებელი

კრიშტიანუ რონალდუ (2015-2016) – 11 გოლი

ყველაზე მეტი გოლი ერთ თამაშში

ლუის ადრიანი (ბატე - შახტარი 0:7, 21.10.2014) – 5 გოლი

ყველაზე სწრაფი გოლი

ჟონასი (ვალენსია - ლევერკუზენი 1.11.2011) – 10.96 წამი

ყველაზე სწრაფი ავტოგოლი

ინიგო მარტინესი (მანჩესტერი - სოსიედადი 23.10.2013) – 2.09 წუთი

ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქი

ბაფეტიმბი გომისი (დინამო ზაგრები - ლიონი 7.12.2011) – 8 წუთი

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი

სელესტინ ბაბაიარო (სტიაუა - ანდერლეხტი 23.11.1994) – 16 წელი და 87 დღე

ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი

პეტერ ოფორი-ქუაიე (როსენბორგი - ოლიმპიაკოსი 1.10.1997) – 17 წელი და 195 დღე

ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი

მარკო ბალოტა (რეალი - ლაციო 11.12.2007) – 43 წელი და 253 დღე

ყველაზე ხანდაზმული გოლის ავტორი

ფრანჩესკო ტოტი (ცსკა - რომა 25.11.2014) – 38 წელი და 59 დღე

კლუბების სტატისტიკა

ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი მონაწილეობა

ბარსელონა, რეალი - 24

ბაიერნი, პორტუ - 23

ყველაზე მეტი ქულა

რეალი - 297

ბარსელონა - 287

ყველაზე მეტი გოლი

რეალი - 333

ბარსელონა - 307

ჯგუფური ეტაპის ყველაზე მეტი დაძლევა

რეალი - 23

პირველი ადგილი ჯგუფურ ეტაპზე

ბარსელონა - 17

ერთი სეზონის რეკორდები

ყველაზე მეტი გამარჯვება

მილანი (1992-1993), პსჟ (1994-1995), სპარტაკი (1995-1996), ბარსელონა (2002-2003), რეალი (2011-2012, 2014-2015) – 6

ყველაზე მეტი ფრე

აეკ (2002-2003) – 6

ყველაზე მეტი გოლი

პსჟ (2017-2018) – 25

ყველაზე მეტი გაშვებული და გატანილი გოლი ჯამში

ლეგია (2016-2017) – 33

ყველაზე ცოტა გაშვებული გოლი

მილანი (1992-1993), აიაქსი (1995-1996), იუვენტუსი (1996-1997, 2004-2005), ვალენსია (2005-2006), ლივერპული (2005-2006), ჩელსი (2005-2006), მანჩესტერი (2010-2011), მონაკო (2014-2015), პსჟ (2015-2016) – 1

ყველაზე შედეგიანი მატჩი

დორტმუნდი - ლეგია (2016-2017) – 8:4 (12 გოლი)

ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება

ლივერპული - ბეშიქთაში (2007-2008), რეალი - მალმე (2015-2016) – 8:0

ყველაზე შედეგიანი ფრე

ჰამბურგი - იუვენტუსი (2000-2001) – 4:4

ყველაზე მეტი ქულა ჯგუფში

სპარტაკი (1995-1996), ბარსელონა (2002-2003), რეალი (2014-2015) – 18 ქულა

ყველაზე ცოტა ქულა ჯგუფში, რაც პლეი-ოფში გასასვლელად საკმარისი გამოდგა

ზენიტი (2013-2014) – 6 ქულა

ყველაზე მეტი ქულა ჯგუფში პლეი-ოფში კვალიფიკაციის გარეშე

პსჟ (1997-1998), ნაპოლი (2013-2014) – 12 ქულა

სტატისტიკაში მოცემულია მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები შედეგები.

0.112447