კრიშტიანუ რონალდუმ ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში ლიეტუვასთან პოკერი შეასრულა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ასაკი ვერაფერს აკლებს.
როგორც Opta იტყობინება, ლიეტუვა 150-ე მეტოქე იყო, რომელიც პორტუგალიელმა დაამწუხრა.
ჩამონათვალში შედის როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე (მათ შორის ამხანაგური მატჩებიც) გატანილი გოლები. ამრიგად, რონალდუს 150 მოწინააღდეგე მინიმუმ ერთხელ მაინც ჰყავს დამწუხრებული.