ფეხბურთი

15:47 | 11.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

აზერბაიჯანელი ფეხბურთელი: "საქართველო ჩვენზე ძლიერი არაა, უბრალოდ დაღლილები ვიყავით"

აზერბაიჯანის 21 წლამდე ნაკრების ფეხბურთელი ფარიდ ნაბიევი მიიჩნევს, რომ საქართველოსთან 0:3 წაგება დაღლილობამ გამოიწვია. ნაბიევის განცხადებით, საქართველოს აზერბიაჯანზე უკეთესი გუნდი არ ჰყავს, მაგრამ ენერგიის არქონამ შედეგზე გავლენა იქონია.

„ცუდად ვითამაშეთ, გვქონდა მომენტები, მაგრამ დაცვაში ზედმეტად ვიჯექით, არ გვჯეროდა საკუთარი თავის. შეიძლებოდა ამ მეტოქესთან თამაში, მაგრამ არ მესმის რა მოხდა. ქართველებმა ეს ფაქტორი კარგად გამოიყენეს.

ვფიქრობ, სლოვაკეთთან მოგების შემდეგ გუნდში ეიფორია არ ყოფილა, უფრო დაღლილები ვიყავით და წაგება ამან გამოიწვია. საქართველო ჩვენზე ძლიერი გუნდი არაა, გვინდოდა დაგვემარცხებინა, მაგრამ ვერ შევძელით.

ცრემლები? დიახ, ძალიან გვინდოდა სახლში საქართველოს დამარცხება და სირცხვილია, რომ 0:3 წავაგეთ. ეს ჩვენთვის ძნელია, მაგრამ მომავალზე უნდა ვიფიქროთ“, - თქვა ნაბიევმა.

შეგახსენებთ, საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა აზერბაიჯანი ბაქოში ვატო არველაძის, ირაკლი ბუღრიძისა და გიორგი არაბიძის გოლებით 3:0 დაამარცხა.

0.114316