ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა წვილთა თანრიგში ჰიროსიმას ტურნირის პირველსავე წრეში გამოეთიშა.
ოქსანა და მისი მეწყვილე მონტენეგროელი დანკა კოვიჩინი იაპონურ დუეტთან ჰოზუმი-ნინომიასთან 3:6, 4:6 დამარცხდნენ. შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა.
პირველ სეტი იაპონელებმა ერთი ბრეიკით მოიგეს. მეორე პარტიაში აზიელები 3:1 დაწინაურდნენ, ევროპელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, მაგრამ 4:4-ზე ჩაწოდება დაკარგეს და ტურნირს გამოეთიშნენ.
გასულ კვირას კალაშნიკოვამ ნიუ ჰევენის ტურნირი ანა ბლინკოვასთან ერთად მოიგო.