ფეხბურთი

0:35 | 11.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტემ "იუვენტუსის" საწინააღმდეგო სიმღერაზე "ინტერის" ქომაგებს არ დაუჯერა (+VIDEO)

ანტონიო კონტე მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელია, მაგრამ როგორც ჩანს, „ნერაძურის“ მთავარი მტრის, „იუვენტუსისადმი“ თბილი გრძონა არ განელებია.

მილანური გრანდის ქომაგებმა ცნობილი შეძახილი მაშინ წამოიწყეს, როდესაც ფეხბურთელებთან ერთად კონტეც იმყოფებოდა „ინტერის“ სასეზონო მესამე ფორმის პრეზენტაციაზე.

Chi non salta bianconero e! (ვინც არ ხტუნავს შავ-თეთრია!) - შესძახეს „ინტერის“ ტიფოზებმა და ფეხბურთელებიც ჩაერთვნენ საქმეში, მაგრამ კონტე მხოლოდ თავაზიანი ღიმილით შემოიფარგლა და ადგილიდან არ დაძრულა.

მოგეხსენებათ, კონტეს კარიერის გამორჩეული წლები „იუვენტუსს“ უკავშირდება და საქვეყნოდაა ცნობილი, რომ „იუვენტუსი“ მისი საყვარელი გუნდია. ანტონიომ ტურინში 1991-2004 წლებში ითამაშა და ერთი ხანობა გუნდის კაპიტანიც იყო, ხოლო 2011-2014 წლებში უკვე მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა.

0.113054