ჩოგბურთი

19:45 | 10.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბარტი პირველია, ბოლქვაძე 156-ე

WTA-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.


მსოფლიოს ახალი პირველი ჩოგანი ჰყავს, რომელიც 23 წლის ავსტრალიელი ეშლი ბარტია. ამერიკის ღია პირველობის 2018 წლის ჩემპიონმა ნაომი ოსაკამ ვინაიდან ტურნირის დაცვა წელს ვერ მოახერხა ქულები დაკარგა და შესაამისად პირველი ადგილიდან რიეტინგში მეოთხეზე გადაინაცვლა.
21 წლის მარიამ ბოლქვაძემ, რომელმაც US OPEN-ზე საკვალიფიკაციო სამი შეხვედრის და ძირითადი ბადის ერთი თამაშის მოგება მოახერხა რეიტინგში ერთბაშად 46 პოზიციით დაწინაურდა და 156-ე ადგილზეა. მარიამ საქართველოს პირველი ჩოგანია.
წყვილთა თანრიგში ოქსანა კალაშნიკოვა 59-ე პოზიციაზეა.

1. ეშლი ბარტი - 6501 ქულა
2. კაროლინა პლისკოვა - 6125
3. ელინა სვიტოლინა - 5032
4. ნაომი ოსაკა - 4846
5. ბიანკა ანდრეესკუ - 4835
6. სიმონა ჰალეპი - 4803
7. პეტრა კვიტოვა - 4326
8. კიკი ბერტენსი - 4325
9. სერენა უილიამსი - 3935
10. ბელინდა ბენჩიჩი - 3738
... 156. მარიმ ბოლქვაძე - 399
... 234. ეკო გორგოძე - 252
... 433. სოფია შაფათავა - 93

0.132362