საჭადრაკო ფესტივალ ‘მაიას თასის’ ბოლო სატურნირო დღეს მედიის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ასპარეზობა 10 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 9 ტურად გაიმართა.
ტურნირზე პირველობა რვა გამარჯვებით და მხოლოდ ერთი ყაიმით დამაჯერებლად დაისაკუთრა ოთარ ჯირკვალიშვილმა!
გამარჯვებულს 1,5 ქულით ჩამორჩა თენგიზ ჩობანიძე, ხოლო მესამე ადგილზე 6,5 ქულით გია მურღულია გავიდა.