ჭიდაობა

16:46 | 9.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის წონები შეავსეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ ნურსულთანის (ყაზახეთი) მსოფლიო ჩემპიონატისთვის (14-22 სექტემბერი) ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.

წლის უმთავრეს ასპარეზობაზე მედლების კომპლექტი გათამაშდება ათ - 57, 61, 65, 70, 74, 79, 86, 92, 97 და 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში, აქედან ექვსში (57, 65, 74, 86, 97, 125) გათამაშდება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურები. ტოკიოს ოლიმპიურ ხალიჩაზე მოსახვედრად ექვს საუკეთესოს შორის მოხვედრაა აუცილებელი.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ასპარეზობას 19 სექტემბრიდან შეუდგებიან.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები:

57 კგ.

ოთარ გოგავა

61 კგ.

ბექა ლომთაძე

65 კგ.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

70 კგ.

ზურაბ იაკობიშვილი

74 კგ.

ავთანდილ კენჭაძე

79 კგ.

ნიკა კენჭაძე

86 კგ.

სანდრო ამინაშვილი

92 კგ.

ირაკლი მწითური

97 კგ.

ელიზბარ ოდიკაძე

125 კგ.

გენო პეტრიაშვილი

GEONOC.ORG.GE

0.113383