ბოლო დროს ბევრი დაიწერა ყაზახურ „ასტანაში“ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის შესაძლო დანიშვნაზე. თუმცა, ყაზახებმა განცხადება გავარცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ახლო მომავალში მწვრთნელის შეცვლა არ იგეგმება.
„რომან გრიგორჩუკს აქვს მიმდინარე კონტრაქტი „ასტანასთან“ და ამ ეტაპზე სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები დაგეგმილი არაა“, - ნათქვამია განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ ყაზახური მედია წერდა, რომ უკრაინელ სპეციალისტს სამშობლოში დაბრუნება სურდა და მას ვლადიმირ ვაისი შეცვლიდა. ვთქვათ ისიც, რომ ვაისს საქართველოს ნაკრებთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება.