საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიოს სერიის ფინალური ტურნირის გამარჯვებულია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ მსოფლიოს სერიის ფინალში ჯემალ კილაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტურნირის ჩემპიონები 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლევან ქელეხსაშვილი, 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში დავით ხუციშვილი და 90 კილოგრამ წოით კატეგორიაში დავით მარსაგიშვილი გახდნენ, ბრინჯაოს მედალს +90 კილოგრამში მამუკა კორძაია დაეუფლა. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 90 ქულით პირველობა არავის დაუთმო.
ლევან ქელეხსაშვილმა ოქროს მედლისათვის შეხვედრაში უკრაინელი რადულოვი 4-2 დაამარცხა, მანამდე კი სერბ დუკანოვიჩს, უკრაინელ იეშენკოს და ამერიკელ პეტერსს ერთნაირი ანგარიშით 3-0 სძლია. ხუციშვილმა კი ბერძენი კოულოუჩიდისი, სერბი ნიკოლიჩი და სლოვენიელი ტრბულინი 3-0 დაამარცხა. რაც შეეხება დავით მარსაგაშვილს, ქართველმა ფალავანმა ბერძენი სამარტსიდისს 3-1, ხორვატ ანდრეიჩს 5-1 და სერბ დერმანოვიჩს 3-0 მოუგო.