ფეხბურთი

23:20 | 8.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარიამ გიბრალტარი გაანადგურა

ევრო 2020-ის ჩვენს D ჯგუფში, კვირას კიდევ ერთი მატჩი გაიმართა. შვეიცარიამ სიონში აუტსაიდერ გიბრალტარს უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა.

37-ე წუთზე ანგარიში დენის ზაქარიამ გახსნა, რომელსაც საგოლედ გრანიტ ჯაკამ უპასა. 43-ე წუთზე მასპინძელთა უპირატესობა ადმირ მეჰმედიმ გაზარდა. მსაჯს უკვე პირველი ტაიმის დამთავრებისა უნდა ჩაეტვინა, როცა რიკარდო როდრიგესმა მესამე გოტანა.

87-ე წუთზე კი მარიო გავრანოვიჩმა საბოლოო ანგარიში - 4:0 დააფიქსირა.

D ჯგუფში მე-5 ტურის შემდეგ ასეთი ვითარებაა:

  1. ირლანდია 5 3 2 0 6:2 11
  2. დანია 5 2 3 0 15:5 9
  3. შვეიცარია 4 2 2 0 10:4 8
  4. საქართველო 5 1 1 3 4:8 4
  5. გიბრალტარი 5 0 0 5 0:16 0

0.140437