ქართველი ლეგიონერები

21:22 | 8.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩიქოვანი EHF თასის მეორე წრეშია  

საქართველოს ნაკრები ხელბურთელის, ირაკლი ჩიქოვანის გუნდი, კონსტანცა EHF თასის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გავიდა. რუმინულმა გუნდმა დღეს, მეორე თამაშში შინ 29-16 დაამარცხა ანთალიასფორი. პირველი შეხვედრა თურქეთში ფრედ, 24-24 დასრულდა.

ირაკლიმ პირველ თამაშში 4, ხოლო მეორეში 3 გოლი გაიტანა. კვალიფიკაციის მეორე წრეში შხვდება უნგრეთის ჩურგოი, რომელიც პირველი წრიდან თავისუფალი იყო. შეხვედრები 5-6 და 12-13 ოქტომბერს გაიმართება.

რუმინეთის ჩემპიონატში შარშანდელმა ფინალისტმა, კონსტანცამ, მოულოდნელად ცუდი სტარტი აიღო. კლუბი პირველ ტურში სტუმრად დამარცხდა ბაია მარესთან 23-25 (ქართველმა 5 გოლი გაიტანა), ხოლო შემდეგ შინ წააგო მესამე პრიზიორ პოტაისა ტურდასთან, ჩიქოვანის 9 გოლის მიუხედავად.

მეორე ტურში დამარცხა შოთა თევზაძის კლუბი, რეშიცა - შინ ბაკეუსთან, 30-37. პირველ ტურში კლუბი ფრედ, 23-23 ეთამაშა ბუზაუს. საქართველოს ნაკრების კაპიტანს ჯერჯერობით არ უთამაშია - ის ფორმალური, სატრანსფერო საკითხების მოგვარებას ელის.

0.115206