კალათბურთი

19:20 | 8.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

იტალიამ 26-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, ესპანეთმა სერბეთს აჯობა

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე I და J ჯგუფების ბოლო შეხვედრები გაიმართა.

იტალიასა და პუერტო-რიკოს შორის ჯგუფში 3-4 ადგილი თამაშდებოდა. პუერტო-რიკომ შეხვედრა კარგად დაწიყო და მესამე პერიოდში 26 ქულით იგებდა. აპენინელებმა დიდი სხვაობის აღმოფხვრა მოახერხეს და მეოთხე მეოთხედში წინაც გავიდნენ. მატჩის ძირითადი დრო 83:83 დასრულდა. დამატებით 5-წუთეულში იტალიელებმა უკეთ ითამაშეს და საბოლოოდ 94:89 იმარჯვეს. იტალიელთა შორის 27 ქულით ბელინელი და 22 ქულით გალინარი გამოირჩნენ.

დღის ცენტრალური შეხვედრაში ესპანეთმა სერბეთი 82:69 დაამარცხა. პირველი პერიოდი სერბებმა შვიდი ქულით მოიგეს, გადამწყვეტი მეორე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც ესპანელებმა 32:17 იმარჯვეს. მატჩში ყველაზე მეტი 26 ქულა ბოგდან ბოგდანოვიჩის ანგარიშზეა, რომელსაზე ყველაზე მაღალი 36 მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა. ესპანეთში 19 ქულით საუკეთესო რიკი რუბიო იყო, მარკ გასოლს 11 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა. ამ გამარჯვებით სკარიოლოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

1/4-ფინალში ესპანეთი პოლონეთს დაუპირისპირდება, რომელმაც არგენტინასთან 91:65 განადგურდა. სამხრეთ ამერიკელთა რიგებში 21 ქულით ლუის სკოლა გამოირჩა. არგენტინამ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 1/4-ფინალში სერბეთს დაუპირისპირდება.

მეოთხედფინალური შეხვედრები 10 სექტემბერს გაიმართება.

0.114019