ჩოგბურთი

14:49 | 8.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოქსანა კალაშნიკოვამ წყვილთა თანრიგში ნიუ ჰეივენის ტურნირი მოიგო

იუ ჰეივენში გამართული საჩოგბურთო ტურნირი წყვილთა თანრიგში ქართველი ჩოგბურთელის ოქსანა კალაშნიკოვამ ტრიუმფით დასრულდა.

ჩვენებურის მეწყვილე რუსი ანა ბლინკოვა იყო და მათი შეჩერება აღნიშნულ ჩელენჯერის ტურნირზე ვერავინ მოახერხა. ფინალში ქართველი და რუსი ამერიკელებს დაუპირისპირდნენ და მათი დამარცხება სამ სეტში 6:2, 4:6, 10:4 მოახერხეს.

კარიერის განმავლობაში ეს ოქსანას 36-ე ტიტული გახლდათ, რას შეეხება რეიტინგს, 29 წლის ჩოგბურთელი წყვილებში ორშაბათიდან 59-ე ჩოგანი იქნება.

0.114515