ურუგვაის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" თავდამსხმელის ლუის სუარესის რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს და შესაძლოა ფეხბურთელმა "ვალენსიასთან" ითამაშოს. აღნიშნული ინფორმაცია AS-მა გაავრცელა.
ესპანური გამოცემის ცნობით, სუარესმა ტრავმა თითქმის მოირჩინა, შემდეგ კვირას გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს და ამის შემდეგ გადაწყვდება მისი "ღამურებთან" მონაწილეობის ბედი. ლუისმა კოჭის ტრავმა პირველ ტურში "ბილბაოსთან" შეხვედრაში მიიღო.