ფეხბურთი

11:15 | 8.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონმა" ხედირაზე უარი თქვა

ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელის სამი ხედირას ტრანსფერი "ლიონში" არ შედგა. იტალიელებს ფეხბურთელის იჯარის წესით გაშვება უნდოდათ, თუმცა ფრანგების მწვრთნელმა სილვინიომ ხედირა ფიზიკური მდგომარეობის გამო დაიწუნა. აღნიშნულ ინფორმაციას L`Equipe ავრცელებს.

მიმდინარე სეზონში ხედირამ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. გასულ სეზონში კი ტრავმიანობდა და მხოლოდ 17 მატჩი ჩაატარა. გერმანელი "იუვენტუსში" 2015 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ 129 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

0.113799