ესპანელის მწვრთნელი კიკე სანჩეს ფლორესი მეორე ვადით "უოტფორდს" უხელმძღვანელებს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენწლიანი კონტრაქტი გააფორმა სანჩეს ფლორესმა.
კიკე ინგლისურ გუნდს 2015/16 წლების სეზონში ხელმძღვანელობდა და პრემიერლიგაში "უოტფორდი" მე-13 ადგილზე გავიდა. მას შემდეგ ესპანელი სპეციალისტი "ესპანიოლს" და ჩინურ გუნდ "შენჰუას" ხელმძღვანელობდა. "უოტფორდში" სანჩეს ფლორესმა თანამემამულე ხავი გრასია შეცვალა.