ფეხბურთი

2:26 | 8.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგული იაღლიში: პარიზში ალბანეთის ნაცვლად ანდორის ჰიმნი დაუკრეს და ბოდიში სომხეთს მოუხადეს (+VIDEO)

პარიზში, „სტად დე ფრანსზე“ საფრანგეთისა და ალბანეთის ნაკრებთა მატჩისწინ სტუმართა ჰიმნი შეცდომით დაუკრეს. ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელები მზად იყვნენ მშობლიური ჰიმნი ომახიანად შეესრულებინათ, მაგრამ უსიამოვნო სიურპრიზი ელოდათ.

საქმე ისაა, რომ მოულოდნელად, ორგანიზატორთა დაუდევრობით ანდორის ჰიმნი გაისმა. ფეხბურთელები ჯერ გაოცებულები იყვნენ, შემდეგ ირგვლივ დაიწყეს ყურება, მაგრამ სდუმდნენ. მაგრამ, არ გაჩერებულანდ ალბანელი ქომაგები, რომლებმაც სტვენით გააპროტესტეს ფრანგთა იაღლიში.

თუმცა, ეს ყველაფერი არაა - ჰიმნების დასრულების შემდეგ სტადიონის დიქტორმა ბოდიში მოიხადა მომხდარის გამო, მაგრამ აქაც შეცდომა გაეპარათ და ბოდიში არა ალბანეთს, არამედ სომხეთს მოუხადეს...

შეგახსენებთ, საფრანგეთმა ალბანეთი დამაჯერებლად 4:1 დაამარცხა და მიმდინარე შესარჩევ ციკლში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

0.113386