ფეხბურთი

1:23 | 8.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიელთა პირველი გამარჯვება

პორტუგალიამ მიმდინარე შესარჩევ ციკლში პირველად გაიმარჯვა. რონალდუმ და კომპანიამ თავიდანვე ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. თუმცა, 68-ე წუთზე ნიკოლა მილენკოვიჩმა ერთი ბურთი გაქვითა და მასპინძლებს მატჩის გადარჩენის იმედი გაუჩნდათ.

„რაიკო მიტიჩზე’“ შეკრებილი საზოგადოებაც ახმაურდა. თუმცა კრიშტიანუ რონალდუმ მესამე გაიტანა და თითქოს ყველაფერი დაამთავრა, მაგრამ სერბებმა კვლავ გაიბრძოლეს, ალეკსანდარ მიტროვიჩმა კიდევ ერთხელ შეამცირა ანგარიშში სხვაობა, თუმცა მაშინვე ბერნარდუ სილვამ იყოჩაღა და ორბურთიანი სტატუს ქვო აღადგინა. პორტუგალიელებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.

ფრანგებმა უპრობლემოდ მოუგგეს ალბანელებს - 4:1. თურქებმა კი სულ ბოლოსკენ ძლივს გატეხეს ჯუჯა ანდორა.

სერბეთი - პორტუგალია 2:4

0:1 კარვალიუ (42), 0:2 გედეში (58), 1:2 მილენკოვიჩი (68), 1:3 რონალდუ (80), 2:3 მიტროვიჩი (85), 2:4 ბერნარდუ სილვა (86)

საფრანგეთი - ალბანეთი 4:1

1:0 კომანი (8), 2:0 ჟირუ (27), 3:0 კომანი (68), 4:0 იკონე (85), 4:1 ჩიკალეში (90 პენ)

37-ე წუთზე გრიზმანმა ვერ გაიტანა პენალტი

თურქეთი - ანდორა 1:0

1:0 ტუფანი (89)

0.117514