ფეხბურთი

13:29 | 7.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

სამუელ ეტო'ომ კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა კამერუნულმა თავდამსხმელმა კარიერა დაასრულა. ინტაგრამში აფრიკელმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ ეს დასასრულია და მზადაა ახალი გამოწვევისთვის.

„დასასრული, ახალი გამოწვევის მიმართულებით“, - დაწერა ეტო’ომ.

38 წლის ეტო’ოს კარიერა მადრიდის „რეალიდან“ დაიწყო, თუმცა, სახელი „მალიორკაში“ ჩინებული ბურთაობით გაითქვა, საიდანაც 2004 წელს „ბარსელონაში“ გადაბარგდა და სწორედ „კამპ ნოუზე“ გაატარა კარიერის საუკეთესო წლები.

ასევე ითამაშა „ლეგანესში“, „ესპანიოლში“, „ინტერში“, „ანჟიში“, „ჩელსიში“, „ევერტონში“, „სამპდორიაში“, „ანტალიასფორში“, „ქონიასფორსა“ და საფეხბურთო კლუბ „ყატარში“.

კამერუნის ნაკრების ღირსება კი 1997-2004 წლებში 118-ჯერ დაიცვა და 56 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ტიტულებს, მოიგო ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატები, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული სამჯერ გახდა, ხოლო აფრიკის თასს ორჯერ დაეუფლა. ოთხჯერ (2003, 2004, 2005, 2010) კი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

0.115155