ფეხბურთი

17:55 | 6.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

პიკე: „მესიმ დაიმსახურა საკუთარი მომავალი თავად განაგოს“

„ბარსელონას“ მცველმა, ჟერარ პიკემ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ გუნდის მთავარვარსკვლავ ლიონელ მესის, ხელშეკრულების თანახმად, კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა ყოველი სეზონის ბოლოს შეუძლია.

„ვიცი, რომ მესის ყოველი სეზონს შემდეგ უფასოდ შეუძლია წასვლა. მაგრამ ყველამ იცის მისი „ბარსელონასადმი“ დამოკიდებულების შესახებ და ამიტომ არ ვნერვიულობ. მან დაიმსახურა საკუთარი მომავალი თავად განაგოს.“ - ციტირებს პიკეს სიტყვებს Football Espana.

მესის კატალონიურ კლუბთან არსებულ კონტრაქტს ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა, კლუბის პრეზიდენტი, ხოსეპ ბარტომეუ, უახლოეს ხანში ახალი, გაუმჯობესებული ხელშეკრულების შეთავაზებას აპირებს.

0.113204