კალათბურთი

16:45 | 6.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულია: "მთელი ცხოვრება ვიქნები მადლიერი თანადგომის რომელსაც სულ ვგრძნობდი დიდი მანძილის მიუხედავად"

რამდენიმე დღის წინ საქართველოს საუკეთესო კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ კარიერა დაასრულა. ამასთან დავაშირებით ზაზამ თავის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე მცირე კომენტარი გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

16 წლის წინ გავხდი NBA ოჯახის წევრი.
ეს იყო საუკეთესო წლები, რომელიც მოიცავდა ძალიან დიდ შრომას, მონდომებას, ბევრ რამეზე უარის თქმას, მაგრამ სანაცვლოდ უკან დამიბრუნდა საუკეთესო მოგონებები, შევიძინე უამრავი მეგობარი, გამოცდილება და რაც ყველაზე მთავარია თქვენი სიყვარული.
მთელი ცხოვრება ვიქნები მადლიერი თანადგომის რომელსაც სულ ვგრძნობდი დიდი მანძილის მიუხედავად .
არ განვიცდი რომ ეს ყველაფერი დასრულდა, ბედნიერი ვარ რომ ეს ყველაფერი მოხდა ...
მადლობა

ფაჩულიამ ნბა-ს 16-წლიან კარიერაში „დეტროიტში“ და „ორლანდოში“, „მილუოკი ბაქსში“, „ატლანტა ჰოუქსში“, „დალას მავერიქსში“ და „გოლდენ სტეიტში“ითამაშა. სწორედ „უორიორზთან“ ერთად ორჯერ მოიგო საჩემპიონო ბეჭედი და პირველი ქართველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც აღნიშნულ შედეგს უწია.

კარიერაში რეგულარულ სეზონში ფაჩულია საშუალოდ ერთ შეხვედრაში 6.8 ქულას, 5.8 მოხსნას და 1.3 პასს აგოვებდა. პლეი-ოფში ზაზა 5 ქულას და 4.8 მოხსნას აკეთებდა.

0.128736