ფეხბურთი

15:26 | 6.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიო ბრაზილიის ტურიზმის ელჩი გახდა

„პარი სენ-ჟერმენის,“„ბარსელონას,“ „მილანისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, 39 წლის რონალდინიო, თავისი ქვეყნის ტურიზმის ელჩად დანიშნეს. „ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნის მხრივ, ასევე ჩვენი საერთაშორისო პრესტიჟისთვის“ - ციტირებს რონალდინიოს სიტყვებს Goal.

საინტერესოა, რომ რონალდინიოს პასპორტი არ აქვს, რადგან ძმასთან ერთად, ის უკანონო ადგილზე მშენებლობისა და ეკოლოგიური ნორმების დარღვევის გამო, შარშან 8,5 მილიონი დოლარით დააჯარიმეს. ცხადია, მას ჯარიმა არ გადაუხდია, ამიტომ პასპორტი ჩამოართვეს და ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს.

თეგებირონალდინიო
0.113463