ჩოგბურთი

10:12 | 6.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

სერენა უილიამსი მეათედ გავიდა ამერიკის ღია პირველობის ფინალში

სერენა უილიამსი შაბათს მეათედ ითამაშებს US Open-ის ფინალში. წუხელ, ნახევარფინალში მან უკრაინელი ელინა სვიტოლინა ორ სეტში 6:3, 6:1 დაამარცხა. მატჩი 1 საათსა და 11 წუთს გაგრძელდა.

„სიმართლე გითხრათ, ფინალში გასვლა - სიგიჟეა. მაგრამ ნაკლებს არც ველოდი. ეს არ იყო ჩემი საუკეთესო თამაში. თუმცა ელინასაც შეეძლო უკეთ გარჯილიყო. ის ნამდვილი პროფესიონალია.“ - თქვა შემდეგ უილიამსმა.

სვიტოლინას კი ისევ მუხლის ტრავმამ შეახსენა თავი.

ფინალში სერენა მსოფლიოს მე-15 ჩოგანს, კანადელ ბიანკა ანდრეესკუს შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში შვეიცარიელ ბელინდა ბენჩიჩს 7:6 (7:3), 7:5 სძლია.

შგახსენებთ, რომ უილიამსი შარშანაც გავიდა ამ ტურნირის ფინალში, თუმცა იაპონელ ნაომი ოსაკასთან დამარცხდა.

0.111986