„მონაკოს“ ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა, პსჟ-ის შემტევის, კილიან მბაპეს ნიჭიერება შეაფასა და დასძინა, რომ ის მალე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.
„ის - ფენომენია და აუცილებლად გახდება ახლო მომავალში მსოფლიოში საუკეთესო. როგორც ნახევარმცველი, ვფიქრობ ხოლმე, ჩემს წინ რომ ყოფილიყო, დიდი სიამოვნებით მოვამარაგებდი პასებით. კილიანი არა მხოლოდ სწრაფი და ფეთქებადია, ასევე გონივრულად ირჩევს პოზიციას.
მას ეპიზოდის იდეალური შეგრძნება აქვს. დიეგო კოშტა და ტიერი ანრი განსაკუთრებით ძლიერები იყვნენ ამ ასპექტში. მაგრამ მბაპე სულ გაუმაძღარია და კარგად იცის როგორ გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები.“ - ციტირებს ფაბრეგასის სიტყვებს Goal.com.