ფეხბურთი

16:47 | 5.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - სამხრეთ კორეა: ძირითადი შემადგენლობები

სულ მალე სტამბოლში, "ბაშაკშეჰირის" სტადიონზე საქართველოს ნაკრები სამხრეთ კორეასთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ხსენებული თამაში თბილისის დროით 17:30 საათზე გაიმართება და ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა ცნობილია:

საქართველო (4-2-3-1): მაკარიძე; კაკაბაძე, კაშია, ტაბიძე, ხარაბაძე; აბურჯანია, კიტეიშვილი; დავითაშვილი, ანანიძე, ოქრიაშვილი; ყაზაიშვილი

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

სამხრეთ კორეა (3-5-2): გუ სუნგიუნი; პარკ ჯი სო, კიმ მინ ჯაე, კვონ კიუნგ ვონი; ჰვან ჰი ჰანი, ლი კანგინი, პაკ სეუნ გო, კვონ ჩან გონი, კიმ ჯინ სუ; ლი ჯეონ გიეო, ჰონ-მინ სონი

მწვრთნელი: პაულუ ბენტუ

აქვე, „ჯვაროსნების“ სათადარიგო სკამზეც, რომელიც შემდეგნაირია: ლორია, კუპატაძე, გრიგალავა, კანკავა, დაუშვილი, ლობჟანიძე, ჭანტურიშვილი, ჯიღაური, პაპუნაშვილი, გვილია, კვარაცხელია, ქვილითაია

შეგახსენებთ, სამხრეთ კორეასთან მატჩის შემდეგ საქართველო თბილისში დაბრუნდება, სადაც 8 სექტემბერს, ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის ეგიდით დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.119732