ლისაბონის „სპორტინგის“ მთავარი მწვრთნელი, ჰოლანდიელი მარსელ კაიზერი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს - გვამცნობს EFE. დროებით დამრიგებლად ლეონელ პონტეში დაინიშნა, რომელიც მანამდე კლუბის ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა.
50 წლის კაიზერმა „სპორტინგი“ 2018 წლის ნოემბერში ჩაიბარა. გასულ სეზონში ლისაბონელებმა ქვეყნისა და ლიგის თასები მოიგეს.
მანამდე კაიზერი რამდენიმე ჰოლანდიურ კლუბს წვრთნიდა. მათ შორის, 2017 წელს ამსტერდამის „აიაქსს.“
პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „სპორტინგს“ 4 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მეხუთე ადგილზეა.