39 წლის არგენტინელმა კალათბურთელმა ლუის სკოლამ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ჩაგდებული ქულების რაოდენობით მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
ნიგერიასთან (94:81) მოგებულ შეხვედრაში სკოლამ 23 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. ჯამში მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ფორვარდს 611 ქულა დაუგროვდა და ენდრიუ გაზეს (594) გადაასწრო.
ქულების რაოდენობით პირველ ადგილზე ბრაზილიელი ოსკარ შმიდტია, რომელსაც 906 ქულა აქვს ჩაგდებული.