კალათბურთი

19:36 | 3.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

დრამა შანხაიში - აშშ თურქეთთან მარცხს ბეწვზე გადაურჩა

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, შანხაიში აშშ-ს ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდა მეტად მძიმე ბრძოლაში ერთი ქულის სხვაობით იმარჯვა.

უფუქ სარიჩას გუნდმა მრისხანე მეტოქეს ბევრისთვის მოულოდენლად ღირსეული წინააღმდეგიბა გაუწია და უფრო მეტიც, რომ არა ორჯერ გადამწყვეტ მომენტში დაშვებული შეცდომები, ამ შეხვედრა უსათუოდ მოიგებდა.

მატჩი თავიდანვე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და სურათი საფინალო სირენამდე არ შეცვლილა. თურქებმა უდიდესი ბრძოლისუნაირანობა გამაოვლინეს და რა თქმა უნდა, სათამაშო კლასიც.

მატჩის დასრულებამდე 12 წამით ადრე, როდესაც ანგარიში 79:79 იყო, ერსან ილიასოვამ საკუთარი გუნდის შეტევა ზუსტი ორქულიანით დაასრულა და თურქეთის ნაკრები გამარჯვებასთან ძალიან ახლოს მიიყვანა. გრეგ პოპოვიჩმა უმალ წუთშესვენაბ მოითხოვა და გუნდის ბოლო, გადამწყვეტი შეტევა დახაზა. ჯეისონ ტატუმს დაევალა სროლა, თუმცა, სამქულიანი ვერ გამოიყენა და და სირენის ხმაც გაისმა. თუმცა, ამერიკელთა ბედად ტატუმს სროლის ეპიზოდში ჩედი ოსმანი შეეხო და თამაშის წესი დაარღვია. შედეგად, ტატუმი საჯარიმო ხაზზე სამჯერ დადგა და სამივე რომ გამოეყენებინა, აშშ წაგებულ მატჩს მოიგებდა. მიუხედავად ამისა, ჯეისონმა სამი სროლიდან ორი მოათავსა კალათში და წონასწორბა აღდგა - 81:81.

თუმცა, ეს არაფერი იყო იმასთან, რაც ოვერტაიმში მოხდა. დამატებითი ხუთწუთეულიც, ცხადია დაძაბული გამოდგა, თუმცა, ერთი ხანობა თურქეთმა 5-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რომლისგანაც ზუსტად 1 წუთში არაფერი დარჩენილა - აშშ-მ 7-ქულიანი გაქცევა მოაწყო და თავად დაწინაურდა 91:89. შეხვედრის დასრულებამდე 50 წამით ადრე ბრყინვალედ ითამაშა ჩადი ოსმანმა, რომელმაც ორი ქულა მიითვალა ფარქვეში ჩინებული შესვლით და თან ჯარიმის სროლის უფლებაც მიიღო, რომელიც გამოიყენა და თავისიანები წინ გაიყვანა. ოსმანმა ძირითადი დროის ბოლო წამზე დაშვებული შეცდომა ამით გარკვეულწილად გამოისყიდა კიდეც.

შემდეგ გუნდებმა თითო უშედეგო შეტევა გაცვალეს, მაგრამ დრო თურთა წისქვილზე ასხამდა წყალს. 9 წამით ადრე მაილს ტარნერს დოგუშ ბალბაიმ ბურთი ჩაუჭრა და საკუთარ გუნდს უდიდესი უპირატესობა მოუტანა. რა თქმა უნდა, იქვე, ამერიკელებმა ჯარიმა განზრახ აიღეს, მაგრამ მსაჯებმა გადაამოწმეს და დაადგინეს, რომ ბალბაის წინააღმდეგ ჯო ჰარისმა არასპორტულად ითამაშა. ეს კი პრაქტიკულად მატჩის ბედის გადაწყვეტას ნიშნავდა.

მაგრამ რად გინდა, დოგუშ ბალბაიმ ორივე საჯარიმო გააცუდა! თუმცა, ბურთი კვლავ თურქეთს რჩებოდა. ცხადია, მარკუს სმარტმა იქვე, ჩედი ოსმანზე აიღო ჯარიმა და სარიჩას გუნდს კიდევ ორჯერ მოუწია საჯარიმო ხაზიდან ბედის ძიება. ოსმანი კი თანაგუნდელ ბალბაის არ ჩამორჩა და ორივე საჯარიმო გააცუდა.

ამრიგად, თურქეთის ნაკრებმა 1 წამის ინტერვალით, როდესაც მატჩის დასრულებამდე 9 წამი რჩებოდა და ერთი ქულით იგებდა, 4(!) საჯარიმოდან ვერცერთი გამოიყენა და პრაქტიკულად მოგებული შეხვედრა და 45 წუთიანი ღვაწლი წყალში გადაყარა. ბუნებრივია, პოპოვიჩის შეგირდებს ეს საჩუქარი ხელიდან არ გაუშვიათ. თურქები საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე კრის მიდლტონზე დაჯარიმდნენ, რომელმაც ორივე საჯარიმო ჩააგდო და აშშ 93:92 დააწინაურა. დარჩენილ ორ წამში კი ილიასოვას არაზუსტი სროლით მატჩი დასრულდა.

თამაში, რომელიც მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე უდაოდ გამორჩეული იყო და თურქეთის ნაკრებს ცალსახად ეკუთვნოდა ის აპლოდისმენტები, რომელიც გრეგ პოპოვიჩმა არ დაიშურა საფინალო სასტვენის შემდეგ.

ვთქვათ, რომ ამერიკელები გუნდური თამაშით გამოირჩნენ: კრის მიდლტონმა 15, კემბა უოკერმა 14, ჯო ჰარისმა, ჯეისონ ტატუმმა და მაილს ტარნერმა 11-11 ქულა ჩააგდეს. ათქულიან ზღვარს (10 ქულა) უწია ჰარისონ ბარსნმაც, ხოლო დონოვან მიტჩელმა თამაში 9 ქულით დაასრულა.

თურქეთის ნაკრებში კი ოთხმა მოთამაშემ უქულოდ დაასრულა მატჩი. უფრო სწორად ორმა, რადგან ორი პარკეტზე საერთოდ არ გასულა. სამაგიეროდ, დიდებული იყო ერსან ილიასოვა, რომელმაც 38 წუთში 23 ქულა, 14 მოხსნა და 1 პასი შესძინა გუნდს. მელიჰ მაჰმუტოღლუმ 18, ფურკან კორკმაზმა 16, ჩედი ოსმანმა 15, ხოლო სკოტ ვილბეკინმა 12 ქულით დაასრულეს თამაში.

E ჯგუფში აშშ-ს ორი ტურის თავზე ორ გამარჯვება აქვს და პრაქტიკულად გაინაღდა მეორე ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა, ხოლო თურქეთი და ჩეხეთი მოგება-წაგებით იწონებენ თავს. ბოლო ტურში კი სწორედ ერთმანეთს შეხვდებიან და მეორე ადგილის ბედს გაარკვევენ.

აშშ - თურქეთი 93:92 (26:21, 21:21, 18:19, 16:20, 12:11)

მატჩის სტატისტიკა

0.118318