ფეხბურთი

16:17 | 3.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანჩესი „ინტერში“ მე-7 ნომრით ითამაშებს

ჩილელი თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი, რომელიც აგვისტოს ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ მილანის „ინტერში“ გადავიდა ერთწლიანი იჯარის წესით, ახალ კლუბში 7 ნომრიანი მაისურით ითამაშებს - გვამცნობს იტალიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

„ეს ნომერი ყველასთვს არ არის“ - დაწერა „ინტერის“ პრესსამსახურმა.

ადრე მე-7 ნომრით კლუბში ფილიპე კოუტინიოს, რიკარდუ კუარეჟმას, ლუიშ ფიგუს, რობი კინს და ხავიერ ძანეტის უთამაშიათ. ამ ნომრით ბოლოს მაურო იკარდი ირჯებოდა, რომელმაც ორიოდ დღის წინათ მიაშურა „ინტერიდან“ „პარი სენ-ჟერმენს.“

შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს „მანჩესტერიდან“ „ინტერში“ ბელგიელი რომელუ ლუკაკუც გადავიდა.

0.121446