ფეხბურთი

20:47 | 2.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლევან შენგელია "ქონიასფორის" ფეხბურთელია (+VIDEO)

როგორც დღეს ვწერდით, ლევან შენგელია „ქონიასფორის“ ფეხბურთელი გახდა. ოღონდ, ამჯერად ეს ცნობა თურქული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ქართველმა ფეხბურთელმა ახალ გუნდთან 2+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 19-ნომრიანი მაისური მოირგო. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ლევანი „ქონიასფორს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ხელშეკრულებას სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ მოაწერა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელის გასამრჯელო წელიწადში 300 ათასი ევრო იქნება.

23 წლის ლევან შენგელია ბოლო ორი სეზონის განმავლობაში „დინამოს“ ღირსებას იცავდა, რომლის რიგებშიც ჩატარებულ 50 მატჩში 25 გოლი გაიტანა, მანამდე კი სამხრეთ კორეული „დაეჯონის“, ბელგიური „ტუბიცეს“, ფოთის „კოლხეთის“, ქუთაისის „ტორპედოსა“ და გორის „დილას“ მაისურით თამაშობდა.

რაც შეეხება „ქონიასფორს“, თურქეთის სუპერლიგაში განვლილ სამ ტურში მიჯრით „ანკარგუჯუს“ (0:0), „გალათასარაისა“ (1:1) და „ანტალიასფორს“ (2:2) დუზავდა.

0.110783